პროექტის სახელწოდება: „გაზაფხული“
პროექტის მთავარი იდეა: უცხო ლექსიკური ერთეულების
გაცნობა, ინგლისური ენისათვის დამახასიათებელი ბგერების სწორად წარმოთქმა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ეჩვევიან ინგლისურ ენაზე მეტყველებას, ინგლისური
ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციით საუბარს და ამ ენაზე კომუნიკაციას.
პროექტის მიზანი:
სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარება, ნაცნობი თუ ახალი ლექსიკის სწორად გამოყენება,
გამართული გრამატიკული კონსტრუქციებით საუბარი, გაბმული მეტყველება.
მონაწილეთა ასაკი:
11-12 წელი.
პროექტის ხანგრძლივობა:
2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს განუვითარდებათ სამეტყველო უნარ-ჩვევები, შეძლებენ ახალი ლექსიკური ერთეულების
და გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენებას.
საჭირო რესურსები:
ტექნიკური აღჭურვილობა: ვიდეო კამერა, ციფრული აპარატი, კომპიუტერი, მაგნიტოფონი.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს დაევალათ დათქმული დროის ფარგლებში შეარჩიონ მცირე ზომის სიტყვები, ლექსები
და სიმღერები გაზაფხულზე. ინგლისური ენის მასწავლებლის დახმარებით გეგმავენ საკლასო პროექტს.
მოსწავლეები აცნობენ მასწავლებელს მათ მიერ შეგროვილ
მასალას, მასწავლებლის დახმარებით ინაწილებენ
ფუნქციებს, ამუშვებენ მასალას და გეგმავენ საკლასო ღონისძიებას.
დათქმულ დროს მოსწავლეები იკრიბებიან და მასწავლებლის ხელმძღვანელობით აწყობენ
საკლასო ღონისძიებას „გაზაფხულზე“. ისინი ყვებიან
მცირე ზომის სიტყვებს, ლექსებს, მღერიან სიმღერებს გაზაფხულთან დაკავშირებით.
პროექტის ხელმძღვანელი:
ქალაქ წყალტუბოს N1
საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ირმა ჭანტურიძე.
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: chanturidzeirma@gmail.com
No comments:
Post a Comment